წესები და პირობები

ზოგადი ინფორმაცია

სტუდენტის უფლებები

  • აკადემიის წესდების, შინაგანაწესისა და აკადემიური პერსონალის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საგანმანათლებლო საშუალებებით.
  • სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღოს აკადემიის მიერ ამ კურსისთვის განსაზღვრული ფორმის საგანმანათლებლო დოკუმენტი – სერთიფიკატი.
  • სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემთხვევაში ისარგებლოს აკადემიის მიერ ამ კურსის მონაწილეთათვის დადგენილი შეღავათებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სტუდენტის ვალდებულებები

  • დაიცვას აკადემიისა და მისი წესდებით, შინაგანაწესითა და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული პირობები, ასევე სტუდენტებისათვის ან მონაწილეთათვის განსაზღვრული სხვა წესები, რომლებიც დადგენილია აკადემიის მიერ და განთავსებულია აკადემიის ვებ. გვერდზე www.globalcase.org ან/და სხვაგვარად მიეწოდა მას ასეთი დოკუმენტი.
  • გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას
  • გაუფრთხილდეს აკადემიისა და მისი პარტნიორების პრესტიჟსა და საქმიან რეპუტაციას.
  • გადაიხადოს სწავლის ღირებულება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
  • შეასრულოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალობის შეთანხმების პირობები.
  • სტუდენტს ეკრძალება სასწავლო პროცესზე ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის შეტანა.

აკადემიის უფლება-მოვალეობები
  • მისცეს სტუდენტს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სასწავლო პროგრამის შესაბამისად და გასცეს მასზე აკადემიის მიერ ამ კურსისათვის განსაზღვრული ფორმის სერთიფიკატი.
  • სტუდენტისთვის უზრუნველყოს ბიბლიოთეკა, სასწავლო-სახელმძღვანელო დოკუმენტაცია და კურსით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საშუალებები.
  • სტუდენტთა მიერ აკადემიისთვის საკუთარი თავის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და აკადემია ვალდებულია დაიცვას მისი კონფიდენციალობა.
აკადემია უფლებამოსილია:
  • მოთხოვოს სტუდენტს აკადემიის წესდების, შინაგანაწესისა და შესაბამისი ნორმების დაცვა.
  • სტუდენტის მხრიდან აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების დაუცველობის, დისციპლინის უხეში დარღვევის, ლექციებისა და სასწავლო შეხვედრების ხშირი გაცდენის ან/და ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტს სწავლის ანაზღაურებული ღირებულება უკან არ უბრუნდება.
  • სერთიფიკატის გასაცემად, დანიშნოს დამატებითი გამოცდები ან ტესტირებები.
  • ცეცხლასროლი იარაღის პრაქტიკას სტუდენტი გადის შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციის სასროლეთში კვალიფიციური ინსტრუქტორის თანდასწრებით. აღნიშნულ სასროლეთში სტუდენტის უსაფრთხოებაზე პასუხსმეგებლია აკადემიის შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცია.
  • აკადემია ან და შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცია უზრუნველყოფს სრულფასოვან და უსაფრთხო სასწავლო გარემოს, ხოლო სტუდენტის შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემაზე სტუდენტი თავად არის ვალდებული შეატყობინოს აკადემიას, სხვა შემთხვევაში აკადემია პასუხს არ აგებს სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაზე.
ინტელექტუალური საკუთრება
  • აკადემიის მიერ სტუდენტისთვის გადაცემული მასალა, რომელიც მომზადებულია აკადემიის, მისი ინსტრუქტორის ან და სხვა წარმომადგენლის მიერ, წარმოადგენს ამ ორგანიზაციების საკუთრებას და სტუდენტს ეკრძალება აღნიშნული მასალის სხვაგვარად გამოყენება გარდა საკუთარი შემეცნებითი და სასწავლო მიზნებისთვის. სხვა დანარჩენ შემთხვევებში სტუდენტს ესაჭირეობა აკადემიის დირექტორის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა. 
  • აკადემია უფლებას იტოვებს სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის დროს მომზადებული მასალები გამოაქვეყნოს საკუთარ საინფორმაციო რესურსებზე.
  • აკადემია ვალდებულია სტუდენტის მიერ მომზადებულ მასალას გამოქვეყნების შემთხვევაში დაურთოს ავტორის სახელი და გვარი.
სტუდენტებს ეკრძალებათ:
  • შეიტანონ პირადი სარგებლობის ფოტოგადამღები, აუდიო და ვიდეო-ჩამწერი, რადიო გადამცემი და მიმღები, აგრეთვე ფირგადასაღებ-სამრავლებელი ან ინფორმაციის შემკრები სხვა მოწყობილობა აკადემიის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს აკადემიის სასწავლო პროცესი ან პრაქტიკული სამუშაოები; 
  • განახორციელონ სასწავლო პროცესის ნებისმიერი სახის ფარული ჩაწერა;
  • გადაიღონ ასლი ან/და ნებისმიერი ფორმით გაავრცელონ სასწავლო პროცესში მიღებული დოკუმენტური (მათ შორის ელექტრონული)  მასალა;
  • მიღებული ცოდნის გამოყენება სახელმწიფო ინტრესების ან/და კერძო პირების (მათ შორის იურიდიული პირების) საზიანოდ და საწინააღმდეგოდ;
სტუდენტი ვალდებულია:
  • უზრუნველყოს საკუთარი ელ-ფოსტის დაცულობა (მესამე პირების მიერ არამართლზომიერი შეღწევისგან პრევენცია), რომლითაც ის ჩართული იქნება ადმინისტრაციასთან ელექტრონულ მიმოწერაში;
  • მონაწილეები, რომლებსაც სამსახურეობრივი თუ სხვა მიზეზების გამო დაშვება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციასთან, ვალდებული არიან, სწავლების პერიოდში, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში აკადემია პასუხს არ აგებს შესაძლო შედეგებზე;
გადახდის პირობები
  • აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამას გააჩნია გადახდის ინდივიდუალური პირობები. რიგ კურსებზე გადახდა ხორციელდება მხოლოდ თანხის ერთიანი გადახდით სწავლის დაწყებამდე. თუმცა ზოგიერთ კურსზე, რომელიც მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევა მოქმედებს ყოველვთიური გადახდის სისტემა, ანუ თანხა ნაწილდება პროპორციულად სხვადასხვა მოდულის მიმდინარეობისა. 
  • აკადემიის საბანკო რეკვიზიტებია:
  • მიმღები: შპს "უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია"
  • ბანკი: TBC ბანკი TBCBGE22   ანგარიშსწორების ანგარიში: GE37TB7329436020100001
  • სტუდენტს ასევე შეუძლია ისარგებლოს უპროცენტო საბანკო განვადებით აკადემიის შესაბამის პარტნიორ საბანკო დაწესებულებებში. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში აკადემია ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი საბანკო განვადების ინვოისი სტუდენტს.
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი არის იურიდიული პირის წარმომადგენელი, ორგანიზაციის თანამშრომელი ან გააჩნია სპონსორი იგი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აკადემიას.
  • აკადემია თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი ინვოისის მიწოდებას იურიდული პირის ან სპონსორისათვის თუ მას მიეცა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
  • სტუდენტის სასწავლო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას აუცილებელია გადახდის დანიშნულებაში მითითებული იქნეს სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
  • თუ კურსზე რეგისტრირებულ პირს გადახდილი აქვს  კურსის სრული ღირებულება ან სარგებლობს განვადებით, ხოლო კურსი ვერ შედგა, კომპანია  აბრუნებს გადახდილ ან განვადების თანხას სრულად, ბანკის საკომისიოს ჩათვლით.
  • ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კურსის დაწყების თარიღი, კომპანია ვალდებულებას იღებს გააფრთხილოს ყველა რეგისტრირებული მსურველი და თუ კუსანტისთვის  მიუღებელია დაწყების ახალი თარიღი, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
  • სხვა დანარჩენ შემთხვევბში თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.