როგორ შეიქმნა პლატფორმა?

პროექტი ინიცირებულია და შემუშავებულია უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის, CASE -ის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში და ასევე ნატოს სახალხო დიპლომატიის დივიზიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.

CASE-ის 12 წელზე მეტია იკვლევს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს რუსეთის კიბერ შესაძლებლობების, სადაზვერვო და პროპაგანდისტული მეთოდების შესწავლის მიზნით. დაგროვილი გამოცდილებითა და პროფესიონალი ანალიტიკოსების კონტრიბუციით საქართველოში შეიქმნა პირველი ონლაინ განათლების პორტალი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის CASE-ის შესახებ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.globalcase.org


CASE-ის შესახებ

პროექტის ავტორი და ტრენინგ პროვაიდერი

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია - CASE თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი და ერთადერთი ორგანიზაციაა სრულიად კავკასიის მასშტაბით, რომელიც უკვე 12 წელზე მეტია წარმატებით ამზადებს უსაფრთხოების სხვადასხვა კომპეტენციის პროფესიონალებს სამართალდამცავი უწყებებიდან, საბანკო სექტორიდან, მსხვილი კორპორაციებიდან. CASE-ის სტუდენტები არიან სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, კორპორაციული უსაფრთხოების ოფიცრები, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები და ისინი წარმატებით აგრძელებენ საკუთარ კარიერას როგორც ბიზნეს, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში.

შეიტყვეთ მეტი

პროექტის ავტორის მიმართვა!

"დღეს ისე როგორც არასდროს, საქართველო და მსოფლიო დგას დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების საფრთხის ქვეშ. შედეგები, რომლებიც შესაძლოა დადგეს ინტერნეტ და მედია სივრციდან გავრცელებული ყალბი ამბებით, დეზინფორმაციითა და განწყობებით ემუქრება ჩვენს ყოველდღიურობას რეალურ სამყაროში. საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული კამპანიები და აგრესია არ დარჩენილა შეუსწავლელი. ჩვენ არაერთი გაკვეთილი გამოვიტანეთ, გავაანალიზეთ სხვადასხვა სცენარები, გზები, ხერხები, მეთოდები, შევისწავლეთ მათი ძალები და საშუალებები... შედეგად, შევქმენით უნიკალური კურსი და პლატფორმა, რომელიც თუნდაც ამ სფეროში გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეებსაც კი მოამზადებს და აღჭურვავს ფხიზელი თვალით.

მე მჯერა, რომ ეროვნული უსაფრთხოება განათლებულ, გათვითცნობიერებულ და მომზადებულ მოქალაქეებზე გადის. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას საქართველოსა და მსოფლიოში აქტიურად მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას, რესურსებს და საშუალებებს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინც დღეს თავისუფალ სამყაროს უცხადებს ომს ყველაზე შემზარავი და მორალისგან დაცლილი ფორმებით."

ლაშა პატარაია
CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი