ბლოგი

შეიტყვეთ მეტი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ

რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა სრულად ამუშავდა

ავტორი:
კატეგორია:
Like Up:
Like Down:
განთავსებულია:
27 Feb. 2022

ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და კრემლისეული ნარატივის გავრცელებისთვის რუსეთის პროპაგანდისტული მანაქანა მთელი ძალით ამუშავდა. ეს მოულოდნელი არც ყოფილა. რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და ისტორიის გადაწერის გაკვეთილები მსოფლიომ ჯერ 2008 წელს, შემდეგ კი 2014 წელს (ყირიმის ანექსია) მოისმინა. რუსული ნარატივი ახლაც მთელი ძალით ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოების ცნობიერებაში. ერთ-ერთია რუსული არმიის ყოვლისშემძლეობის და უკრაინული არმიის სისუტის შესახებ გავრცელებული ნარატივი. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული მედია საშუალებების დიდი ნაწილი ცდილობს შექმნას ილუზია რომ უკრაინა სათანადო წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდება, რომ უკრაინელი ხალხი რუსული ტექნიკის და სამხედროების გამოჩენისთანავე შეშინდება და უკან დაიხევს. რუსული მედია საშუალებებით ვრცელდება მათთვის სასურველი თანმიმდევრობით დამონტაჟებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო კადრები, სადაც მხოლოდ რუსული არმიის ძლევამოსილება ჩანს: ვიდეო და ფოტო მასალებში აღბეჭდილია განადგურებული უკრაინული ტანკები და სამხედრო ტექნიკა.ვიდეო კადრების დიდი ნაწილი ყალბია. ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ის ცნობით რამდენიმე ვიდეო სირიაშია გადაღებული და წარმოდგენილია როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. გარდა ამისა, რუსი პროპაგანდისტები აქტიურად ქმნიან ფეისბუქზე უკრიანის თავდაცვის სამინისტროს ყალბ ანგარიშებს და ავრცელებენ ცნობებს მარცხის შესახებ. რუსული დეზინფორმაციის მანქანა აქტიურად იყენებსსოციალურ ქსელ ტიკ ტოკსაც. ამ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოს ცოტა ხნის წინ 20 მილიონი ნახვა ჰქონდა. ვიდეო ასახავს როგორ ეშვება რუსი ჯარისკაცი სახმედრო თვითმფრინავიდან პარაშუტით ხმელეთზე. როგორც გაირკვა ვიდეო კადრები წლების წინ, სამხედრო სწავლებისას არის გადაღებული.

რუსული დეზინფორმაცია გამოიყენება ოპონენტების დემორალიზაციისა და დაბნევის მიზნითაც. მაგალითად: რამდენიმე საათის წინ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია თითქოს რუსულმა არმიამ ცალკეულ ადგილებში ბრძოლები შეწყვიტა უკრაინასთან შესაძლო მოლაპარაკებების დაწყების გამო. როგორც სააგენტო ესოშიეითიდ პრესმა გაარკვია რუსეთის სამხედრო ძალებს საბრძოლო მოქმედებები ერთი წუთითაც არ შეუწყვიტავთ.

ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის პარალელურად აქტიურად ვრცელდება დასავლეთის იმიჯის შემლახველი რუსული ნარატივიც. რუსული ნარატივის მიხედვით: ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები შეშინდნენ და უკრაინა მარტო დატოვეს. ეს ნარატივი აქტიურად ვრცელდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. თუმცა რეალობა სულ სხვანაირია. საომარ მომქედებებში ჩართვის ნაცვლად დასავლეთმა რაციონალური გზა აირჩია. გზა რომელიც ერთ დროს რეიგანმა საბჭოთა კავშირის დასაშლელად გამოიყენა და წარმატებით დაასრულა კიდეც. სანქციები ეხება რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუციებს, შეზღუდვები იმდენად მასშტაბური და მკაცრია, რომ ის სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. ამას ემატება ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, იმპორტ-ექსპორტის დაბლოკვა, (რაც რუსეთის ნავთობის სექტორზე სერიოზული დარტყმა იქნება)შატრანსპორტო გზებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. სანქციები ასევე მიმართულია რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგაც.

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ რჩევა ასეთია: “არ გამოიტანოთ დასკვნები პირველივე წყაროს წაკითხვისას, თუ რუსული მედია საშუალებების ინფორმაციას ეცნობით, აუცილებლად შეადარეთ ის უკრაინული მედიის ცნობებს, იმავე საკითხზე გაეცანით პოლიტიკოსების შეფასებებს, შეადარეთ ისინი ოფიციალურ განცხადებებს “- ამბობს ენდი კარვინი – ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი.

ნათია ჩაჩავა
CASE-ის ანალიტიკოსი და ინსტრუქტორი ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით.





No comments yet...

Leave your comment

70308

Character Limit 400